სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი რამიშვილი ესწრებოდა.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ სამსახურის საქმიანობის, მიღწევების, არსებული გამოწვევის შესახებ, ასევე სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით, სამსახურის პროექტების – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ დანიშნულებაზე ისაუბრა.
მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის წესებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესახებ.
გვანცა ჩხეიძემ ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დაცვის სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, უწყებისგან ფიჭური კავშირგაბმულობის რადიოსადგურებზე ჩატარებული ექსპრეს-გაზომვების შედეგების შესახებ ინფორმაციას იღებს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. კითხვები სატელეკომუნიკაციო სერვისებთან მიმართებაში აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.