სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა კახეთში, ნათია ფიცხელაურმა და ეთერ შიუკაშვილმა დეპარტამენტის თანამშრომლებს წარუდგინეს სახალხო დამცველის სპციალური ანგარიში თემაზე - „აზბესტი: ფარული საფრთხე ადამიანის უფლებებისთვის“.
შეხვედრაზე განიხილეს ის საფრთხეები, რაც მოსდევს აზბესტის შემცველი მასალების გამოყენებას, დამუშავებასა და ნარჩენების მართვას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს გააცნეს ინფორმაცია ნარჩენების, მათ შორის აზბესტის შემცველი მასალების მართვისა და სახელმწიფო კონტროლის პროცესის შესახებ.