საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბრაკონიერობის 3 ფაქტი გამოავლინა



 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და იმერეთში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.

 

2 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების, თამარისისა და დიდი მუღანლოს მიმდებარედ. მოქალაქეებმა მდინარეებზე - მტკვარსა და ხრამზე თევზჭერის აკრძალული საშუალებების, ელექტროიარაღების გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 6 კილოგრამამდე ხრამულის სახეობის თევზი.

 

ელექტროიარაღით ახდენდა თევზჭერას მოქალაქე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითშიც. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 3 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი.

 

ვინაიდან ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, სამივე საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინეს. 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: