სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, უკანონო 85 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ჯამში,უკანონოდმოპოვებულითევზისოდენობამ139 კგ-ს გადააჭარბა.
ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი - 3 თვეში გამოვლენილია სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 38 და ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა პრიორიტეტია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.