საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, სოფელ შუა ხალაწანში სამართალდამრღვევს, კუთვნილ რეგისტრირებულ სახერხ საამქროში წიფლის სახეობის 8 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან მიღებული 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენის მიმდებარედ კი, მოქალაქემ, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილი ვერხვის სახეობის 6 ძირი ხისგან 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) დაამზადა.  ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიზნით, დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მკაცრ და უწყვეტ კონტროლს ახორციელებს. შედეგად, გასულ წელს, მხოლოდ კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის 500-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი. 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: