საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტი გამოავლინა



2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები 50,47%-ითაა შემცირებული. 

2025 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გამოვლენილი უკანონო ტყითსარგებლობის1912 ფაქტიდან 1430 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 420 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია. სამართალდარღვევებიდან 169 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და  მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გამოვლენილი ფაქტებიდან 1430 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 482 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 169 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

შედეგად, მიმდინარე წლის განმავლობაში, სხვადასხვა რეგიონში არაერთი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი - 527 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, აჭარაში გამოვლენილია 327 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 267, იმერეთში - 245, სამცხე-ჯავახეთში - 172, ქვემო ქართლში - 103, შიდა ქართლში - 95, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში- 73, გურიაში - 51, მცხეთა-მთიანეთში კი - 49.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. 2025 წლის განმავლობაში,  დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში უკანონ ტყითსარგებლობის 3 ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში ამოღებულია 2 534 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 62 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება - 2024 წელს უკანონო ტყითსარგებლობის 2 200 ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით კი, 93 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა. 
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: