სიახლეები
ნოემბერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 794 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 794 ფაქტი გამოავლინეს.
556 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 111 - ბათუმში, 86 - ქუთაისში, 41 კი - ქალაქ რუსთავში.
794 ფაქტიდან 706 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 88 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 401 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 359 - მიკროავტობუსების, 26 - სატვირთო ავტომობილების, 1 - ავტობუსის, 1 კი, ექსკავატორის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2025 წლის 11 თვეში გამოვლენილია 5291 სამართალდარღვევა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. ეტაპობრივად მიმდინარეობს ამ მიმართულებით დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი. ბოლო პერიოდში, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის კონტროლის ეფექტიანობის გაზრდისთვის.