09.01.2018 - 2017 წლის დეკემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის დეკემბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოავლინეს. აქედან, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 149 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 42 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 40 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 39 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 37 ფაქტი და ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების ტერიტორიაზე - 28 ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 452მ3 ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 74 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 9 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.