04.12.2017 - ფიცრის ფარულად გადატანის გზები სვანეთში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისსამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოსთანამშრომლებმა უკანონო ხე-ტყის ფარულადგადასატანი გზისა და კუსტარული მოწყობილობისდემონტაჟი მოახდინეს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხისმუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ე.წ. ხოკოს უბანშიარსებული საგუშაგოს მიმდებარედ, (აღნიშნულსაგუშაგოზე, ხე-ტყის კანონიერების შემოწმების მიზნით, სვანეთიდან გამომავალ სატრანსპორტო საშუალებებზემუდმივი კონტროლი ხორციელდება) აღმოაჩინესშემოვლითი გზა, რომლის საშუალებითაც ხდებოდაუკანონოდ მოპოვებული ფიცრის გადატანა, რაც შემდეგისქემით ხორციელდებოდა:

​ბრაკონიერებს, სასაფლაოს გზის გამოყენებით, ტყისმიმართულებით აჰქონდათ უკანონოდ მოპოვებულიფიცარი, რომელსაც, ადგილობრივი კერძოპირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეასაწყობებდნენ. ამის შემდეგ, ტყეში სპეციალურადმოწყობილი ხის კონსტრუქციის გამოყენებით, ხდებოდაფიცრების დაღმართზე დაშვება (ჩასრიალება). დაახლოებით 40 მეტრი სიგრძის ხის კონსტრუქციისბილიკი ისევ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზესრულდებოდა, საიდანაც, ფიცრის ტრანსპორტირება უკვეავტომობილების საშუალებით ხდებოდა. ამმეთოდით ბრაკონიერები საგუშაგოს გვერდის ავლით, შემოვლითი გზით ახერხებდნენ ფიცრის გადატანას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობისდეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნულიშემოვლითი გზისა და ფიცრის კონსტრუქციის დემონტაჟიმოახდინეს.

ამოღებულ იქნა 11 მ3-მდე ფიცარი, რომელიც შსს-სსამეგრელო-ზემო სვანეთის წალენჯიხის რაიონულსამმართველოშია გადატანილი. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.