1 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოავლინეს....
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ირაკლი მუკნიაშვილი უხელმძღვანელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თანამშრომლებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი მუკნიაშვილი წარუდგინა. ...
2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა
2017 წელს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 8 651 243,56 ლარი შეადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში 4 658 500 ლარი დაეკისრათ. ...
ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები არაგეგმიურად შემოწმდა
შემოწმების პროცესში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების მიზნით, აღებულ იქნა მდინარის წყლის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. ...
2017 წლის დეკემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის დეკემბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 452მ3 ხე-ტყე....
ახმეტის მუნიციპალიტეტში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი და დანაწევრებული შვლის ხორცი....
სამეგრელოში წიწვოვანი​ სახეობის ხე-მცენარეების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდის ბაზარში, გასაყიდად გამოტანილი ნაძვების ადგილწარმოშობის დოკუმენტები გადაამოწმეს, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 4 პიროვნება უკანონოდ ახდენდა წიწვოვანი​ სახეობის ხე-მცენარეების რეალიზაციას....
კახეთში კაკაბზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქალაქემ, დაურეგისტრირებელი სანადირო იარაღით, უკანონოდ მოინადირა 4 ერთეული კაკაბი....
ფიცრის ფარულად გადატანის გზები სვანეთში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისსამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოსთანამშრომლებმა უკანონო ხე-ტყის ფარულადგადასატანი გზისა და კუსტარული მოწყობილობისდემონტაჟი მოახდინეს....
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა
​გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს....
2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოავლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2126, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი - 124 ფაქტი. ამავე პერიოდში, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 187 ერთეული სახერხი დანადგარი. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ 10 689,9 მ3 შეადგინა. ...
განცხადება სოციალურ ქსელში საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობის - მდინარის კალმახით ვაჭრობის ფაქტებთან დაკავშირებით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობის - მდინარის კალმახით ვაჭრობის ფაქტებს ...
"საქართველოს წითელი ნუსხით" დაცული სვავის (Aegypius monachus) სახეობის ფრინველის მოკვლის ფაქტი გამოავლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, "საქართველოს წითელი ნუსხით" დაცული სვავის (Aegypius monachus) სახეობის ფრინველის მოკვლის ფაქტი გამოავლინეს. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მოხდა....
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 8 ერთეული სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელი გიორგიწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ფუნქციონირებდა სანახშირე ორმოები, სადაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა ნახშირის წვა....
ბაკურიანის სატყეო უბანში, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და 2 უკანონო სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სატყეო უბანში, უკანონოდ მოპოვებული 52 მ3 წიწვოვანი სახეობის მრგვალი მორი და 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი აღმოაჩინეს. ...
დეპარტამენტის ინსპექტორემა, მდინარის დაბინძურების შესახებ გაკეთებულ შეტყობინებაზე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს
გარემოს ინტეგრირებული კონტროლის და ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურების ინსპექტორების ადგილზე მისვლის შემდგომ დაფიქსირდა, რომ მდინარე ლოჭინში ჩაედინება ქალაქ თბილისის ნაგავსაყრელიდან გამოსული დაბინძურებული წყალი. მდინარის ნაპირზე გამორიყული იყო ასევე მცირე ოდენობით მკვდარი თევზი....
ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე, ნადირობის წესების დარღვევის 334 ფაქტი გამოავლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე, ნადირობის წესების დარღვევის 334 ფაქტი გამოავლინეს. ამავე პერიოდში, ამოღებულია 112 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი)....
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ავტომანქანის მისაბმელში, პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი აღმოაჩინეს....
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ხონის რაიონის სოფელ ღვედში, დევნის შედეგად, მერსედესის მარკის მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელიც 112-ის განმასხვავებელი ყალბი სტიკერებითა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მსგავსი, ლურჯი ფერის სანათი საშუალებებით (ციმციმა) იყო აღჭურვილი....
ბოლო დღეებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 35 ფაქტი გამოვლინდა.
იმის ფონზე, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სტიქიასთან ბრძოლა ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გამოყენებითა და მეზობელი ქვეყნების დახმარებით ხდება, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ხე-ტყის უკანონო ჭრას მაინც აგრძელებს....
კახეთში, მოქალაქემ, რომელიც ტყეში ხეებს უკანონოდ ჭრიდა, გარემოსდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე, მოქალაქე, ბენზოხერხის გამოყენებით, ჭალის მუხის სახეობის ხეებს უკანონოდ ჭრიდა.  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, ხე-ტყის მოპოვების სათანადო დოკუმენტაცია მოთხოვნის პასუხად, მოქალაქემ მათ ჩართული ბენზოხერხის საშუალებით წინააღმდეგობა გაუწია....
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში იყვნენ ჩართულნი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ...
ივლის-აგვისტოში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოავლინეს. ...
თელავის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა
თელავის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი შვლის გადარჩენა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა. შველის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო - საბოლოოდ, მას მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა....
განცხადება სანაპირო ზოლზე დათვის ბელის უკანონო დატყვევების ამსახველ ფოტოსთან დაკავშირებით
დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2017 წელს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, დამსვენებლებთან ფოტოების გადაღების მიზნით გარეული ცხოველების უკანონო დატყვევების ფაქტი არ დაფიქსირებულა....
დეპარტამენტის განცხადება კახეთში ნაპოვნ დაზიანებულ შველთან დაკავშირებით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის მიმდებარედ ნაპოვნ დაზიანებულ შველთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: ...
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2017 წლის 19 აგვისტოს იწყება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი....
დატყვევებული დათვი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზოოპარკში გადაიყვანეს
ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული საქართველოს "წითელი ნუსხით" დაცული მურა დათვი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზოოპარკის თანამშრომლებთან ერთად, თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაიყვანეს....
დეპარტამენტის განცხადება უკანონოდ დატყვევებული დათვის გადაყვანასთან დაკავშირებით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ ლაივ-ვიდეოებთან დაკავშირებით, რომლებიც, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებულ დათვს ეხება, განმარტავს, რომ დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, ყველა საჭირო პროცედურა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად გატარდა - პირის მიმართ, რომელსაც დათვი უკანონო ტყვეობაში ჰყავს, შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. დათვის უკეთეს პირობებში გადაყვანა უახლოეს დღეებში იგეგმება....
დეპარტამენტის განცხადება ორთაჭალჰესში წყლის დონის დაწევასთან დაკავშირებით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ინფორმირებულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს დაქვემდებარებაში არსებული ორთაჭალჰესის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში მოხდა წყლის მინიმალურ დონეზე დაწევა, რამაც ორთაჭალჰესის ქვემოთ, მტკვრის დინებაში, წყლის დონის მომატება გამოიწვია....
ეგზოტიკური ცხოველების მფლობელთა დოკუმენტაცია შემოწმდა 
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ რომ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეგზოტიკური ცხოველებისა და ფრინველების მფლობელთა დოკუმენტაციის გადამოწმების პროცესი განაახლეს....
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
2017 წლის 11 ივლისს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს....
სამცხე-ჯავახეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო სახერხი საამქროები და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს....
აპრილ-ივნისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინეს....
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 11 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მასშტაბური ღონისძიება გაატარეს....
ახალშობილი შველი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალშობილი შველი, ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს....
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა
პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა...
საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობით ვაჭრობის ფაქტი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს. ...
ნაპოვნი მურა დათვის ბელის ზოოპარკს მიბარდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, აჭარაში, მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარა....
''სუფთად ევროპისკენ'' - დასუფთავების მასშტაბური აქცია
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქციას შეუერთდნენ....
მაჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს საფუძველზე, რომელშიც მაჩვის გატყავების ფაქტი იყო ასახული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თელავის რაიონის სოფელ აკურას მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპერატიული რეაგირება მოახდინეს. ...
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში, დევნის განხორციელების შედეგად, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს....
რეგულირების ობიექტების გეგმიური შემოწმებები იწყება
2017 წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რეგულირების ობიექტების შემოწმებათა გეგმის მიხედვით, 138 რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას განახორციელებს....
გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი გაძლიერდება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განხცადებას ავრცელებს...
განცხადება ე.წ. "ჭიაკოკონობასთან" დაკავშირებით
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები....
სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის ფორმები
გაცნობებთ, რომ "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ...
ბზის უკანონო ჭრის მორიგი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ბზის უკანონო ჭრის მორიგი ფაქტი გამოავლინეს....
ბზის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს....