საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

მარნეულში ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს მიმდებარედ, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული იარაღის - ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ.

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: